LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს

612
საქართველოს ბანკი

25 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკი, LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, გაიგონ, როგორ შეუძლიათ მიიღონ სრული დაფინანსება Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School-ისა და UWC პროგრამების ფარგლებში. 

შეხვედრას ჩაატარებენ გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრის LEAF დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF 2008 წლიდან ეხმარება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა. 

თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევები აპლიკაციების ეფექტურად შევსებასთან დაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება. 

საქართველოს ბანკის 40-ზე მეტი საგანმანათლებლო ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g