LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

109
ირაკლი ნადარეიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანიის Trip.com მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს სუმერ ვონგს, ასევე კომპანიის Messe Berlin უფროს ვიცე-პრეზიდენტს დევიდ რუეთს .

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.

შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB China ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g