„ჩერის სივრცეში“ გადაცემის წამყვანი „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, ნათია ბაკურაძეს უსვამს კითხვას, რა არის სუხიშვილების დიეტა და რეალურად თუ არსებობს ის.
ნათია ბაკურაძე:
„მეც სულ მაინტერესებდა, ნეტავ, რა იყო სუხიშვილების დიეტა. სალონში თმის ვარცხნისას მივაყურადებდი ხოლმე, სუხიშვილების დიეტაზე ვარო, რომ ჰყვებოდნენ. სერიოზულად თუ გავცემთ ამ კითხვას პასუხს, ეს არის ჩვენი სარეპეტიციო დარბაზი, ეს არის სამჭედლო და ვიზუალი იქმნება იქ. ჩვენი უმძიმესი და ურთულესი დიეტა არის ჩვენი ვარჯიში და რეპეტიციები… სახელი იმდენად მუშაობს, ფიქრობენ, ამიტომაც არიან ასეთი გამხდრებიო… ეს ასე არ არის…“
