30 მაისს ლაგოდეხის პარკში ფესტივალი „ეკომეგობრული კახეთი 2026“ ჩატარდება.
ფესტივალი აერთიანებს გარემოს დაცვით აქტივობებს, მუსიკას, ტექნოლოგიებს, განათლებასა და გართობას ერთ დიდ სივრცეში ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა: ტექნოლოგიური და VR სივრცეები, ეკო აქტივობები და ვორქშოფები, ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების აქტივობები, ეკო მეწარმეების გამოფენა, გათამაშებები, ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა, ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩვენება.
გაიმართება „ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის შემაჯამებელი ღონისძიებაც, სადაც გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სკოლებს შორის ელექტრო ნარჩენების შეგროვების კონკურსისა და TikTok კონკურსის გამარჯვებულები.
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
