LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა, მაგრამ უშენოდ… იმიერში გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო უტიკო… უსასრულოდ მიყვარხარ“ – ანა ელიავა ძმის დაბადების დღეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

122
ანა ელიავა უტა ელიავა

27 მაისს, უტა ელიავა 26 წლის გახდებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, ანა ელიავა წერს. 

ვიდეო: „მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი ტკივილი გაიზიარა და გვერდით გვედგა…“ – უტა ელიავას და, ანა ელიავა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“

„14 მაისი… ერთი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან, მაგრამ დრო ვერაფერს შველის იმ ტკივილს, რომელიც შენთან ერთად დარჩა… ვიწვი ამ ტკივილით… მენატრები…“ – ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას დის, ანა ელიავას ემოციური პოსტი 

„დღეს ჩემი უტიკო 26 წლის გახდა… 💔 ჩემი ერთადერთი ძამიკო, ყველაზე თბილი, კეთილი და სიცოცხლით სავსე ადამიანი…

შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა, მაგრამ უშენოდ ყველაფერი სხვანაირად მტკივა…

26 წლის გახდებოდი დღეს…

ალბათ ისევ გაგვაცინებდი ყველას, ისევ ისე შეგვიყვარებდი, როგორც მხოლოდ შენ შეგეძლო.

ძალიან მენატრები…

ყველა დღეს, ყველა წუთს…

და რაც დრო გადის, მით უფრო მიჭირს იმის მიღება, რომ აღარ ხარ აქ… 💔

მაგრამ შენ ყოველთვის იქნები ჩემი გულის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ლამაზი ნაწილი

იმიერში გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო უტიკო…

უსასრულოდ მიყვარხარ ❤️

სუნთქვა მეკვრება სულ შენზე ვფიქრობ 💔

წამიერად გონება მეთიშება, ვერ ვიჯერებ რო აღარ არსებობ 💔 !! ვერ წარმომიდგენია მთელი ჩემი ცხოვრება შენს გარეშე 😣😔 …! 

უზომოდ მჭირდებიიიი !!

მენატრებიიი საშინლად!!! 

მჯერა ახლა უფალთან ხარ 💔 გვიყურებ და შემოგვცქერი 💔😔 

თვალებიდან არ ამომდის შენი, ბრიალა ლამაზი თვალებიი უტიი 💔 მენატრება შენიიი ყველაფერი 💔“, – წერს ანა ელიავა. 

ცნობისათვის, 2025 წლის 14 მაისს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანი იმსხვერპლა – ავტომობილში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g