მსახიობმა მალხაზ ქვრივიშვილმა და ხათუნა ფეიქრიშვილმა გადაცემაში „ამბავი“ გაიხსენეს როგორ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა.
მალხაზისთვის ეს მეოთხე, ხათუნასთვის კი მესამე ქორწინებაა.
მალხაზი:
„სამი შვილი მყავს და სამივე სხვადასხვა ქალისგან. არიან უმაგრესი დედები. შეიძლება რაღაც არ გამოგვივიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მტრები უნდა ვიყოთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუნას ხასიათს, ჩემი მესამე შვილი, ანდრია, 15 წლის ხდება და თითქმის ჩვენ გავზარდეთ, დედას ეძახდა თუნას და ამბობს კიდეც, რომ ორი დედა მყავსო და ეს მე ძალიან მიხარია.
ხათუნა:
„ანდრია მახოსთან ცხოვრობდა, რომ მივედი, ხუთი წლის იყო“.
მალხაზი:
„მანამდე ანდრიას გაზრდაში დედა მეხმარებოდა, თორემ ჩემით ვერაფერს გავხდებოდი“.
ხათუნა:
„საოცარი მამა იყო, ისე უვლიდა შვილს, მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს. მარიამს (მალხაზის ყოფილ მეუღლეს) პირობები არ ჰქონდა ისეთი, რომ ბავშვი მასთან ყოფილიყო“.
მალხაზი:
„ანდრიას ბევრს ვესაუბრებოდი, ვეუბნებოდი, რომ არაჩვეულებრივი დედა ჰყავს. ახლა საფრანგეთში წავიდა დედამისი და გავატანე უკვე გაზრდილი შვილი. კარგი ბიჭია, ვიცი, რომ დედას გვერდში დაუდგება…“
ხათუნა:
„მალხაზის ბავშვებთან მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ძალიან მიყვარს სამივე და საპასუხოდაც იგივეს ვგრძნობ“.
მალხაზი:
„ვნანობთ, რომ საერთო შვილი არ გვყავს“.
ხათუნა:
„გვიან შევხვდით ერთმანეთს, შვილიშვილები გვყავს უკვე. გვინდოდა შვილი, მაგრამ არ გამოვიდა. სულ მინდოდა, ოთხი შვილი მყოლოდა, ახლა ერთად გვყავს ოთხი და ძალიან მიხარია“.
მალხაზი:
„ხათუნა რომ მოვიდა, მითხრა, გადასარჩენი ხარ, „იქიდან“ გამომაგზავნეს, უნდა გადაგარჩინოო.
რაღაც მომენტში დავფიქრდი, მართლა „იქიდან“ ხომ არ გამოაგზავნეს-მეთქი“
