Beauty Talks-ის მორიგი ეპიზოდის სტუმარი ჟურნალისტი ეკა ხოფერია იყო.
წამყვანებმა სალომემ და ნატალიმ ეკასთან ერთად გულწრფელად ისაუბრეს ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე, ასაკთან შეგუებასა და თავის მოვლის თანამედროვე მეთოდებზე.
„კამერის მიღმაც ვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ ეკრანზე. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არაფერს შევცვლიდი.
წერენ, რომ ეს ეკა როგორ დაბერებულა…ვნანობ, რომ აი ოცდაოთხი საათი ვიწექი მზეზე.
ყველაზე მთავარი რჩევა დღეს იცით რა არის? – ვისწავლოთ ყველამ ქაოსში ცხოვრება,“ – აღნიშნა ეკა ხოფერიამ.
