LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სერიალში ყველაზე მეტად განვიცადე ეს სცენა… ყველაზე მეტად გამიჭირდა ამის გაკეთება“ – რა იყო ყველაზე უხერხული სცენა მაკა ძაგანიასთვის „ჩცდ“-ში

640
მაკა ძაგანია

მსახიობმა მაკა ძაგანიამ პოდკასტში „ჩცდ Rewatch“ სერიალში თინას როლის შესრულების პერიოდი გაიხსენა და საზოგადოებას ის ყველაზე უხერხული სცენა გაუზიარა, რომლის გადაღებაც ყველაზე მეტად გაუჭირდა.

გადაცემის სრული ვერსია ხუთშაბათს, 22:00 საათზე, „კავეა პლუსზე“ გავა, მანამდე კი მსახიობი გადასაღებ მოედანზე შექმნილ ყველაზე დისკომფორტულ მომენტს იხსენებს:

„მე მქონდა ისეთი სცენა, სადაც უნდა ავმდგარიყავი ლოგინიდან და არ გამომდიოდა არაფრის ჩაცმა. ამაზე დიდი უხერხულობა, ალბათ, არ მქონია. სერიალში ყველაზე მეტად განვიცადე ეს სცენა, რადგან რომ ვდგებოდი, ზურგი ჩანდა ყველა ვარიანტში და ამიტომ ვერაფრით ვერ დავფარავდი. აი, მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე მეტად გამიჭირდა ამის გაკეთება“, – განაცხადა მაკა ძაგანიამ.

ფოტო: მაკა ძაგანიას მშვიდი ოჯახური ცხოვრება ქალაქგარეთ: „ვაზში შესვლა ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასია… გიგა უფრო მეტად გაერკვა და ის მასწავლის ყველაფერს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g