თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, გრიგოლ ხუნწარიას და მის მეუღლეს – ხათუნა კვერნაძეს 2 თვის წინ მეხუთე შვილი შეეძინათ. ახალშობილს წყვილმა გიორგი დაარქვა.
გრიგოლ ხუნწარია შვილების, მათ შორის, ახალშობილის ვიდეოებს და ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
ახლახან, მან „ფეისბუკში“ განათავსა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უმღერის სამი და პატარა გიორგის სიმღერას „ვარსკვლავებს ეძინებათ“.
„გაიზრდება გიორგი და თავად უპატრონებს დებს“, „პატარა ანგელოზები“, „საოცრად უმღერიან პატარა ძმას“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
