LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯენიფერ ლოპესმა მრავალი წლის შემდეგ მეტროთი პირველად იმგზავრა

113
page

ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკულ ფესვებს დაუბრუნდა და წლების შემდეგ მეტროთი პირველად იმგზავრა, რამაც საზოგადოების დიდი გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია.

56 წლის არტისტი, რომელიც ბრონქსშია დაბადებული, ნიუ-იორკის მეტროში შენიშნეს. ლოპესი მგზავრების ყურადღებისგან თავის არიდებას მაქსიმალურად ცდილობდა. მას გრძელი ქურთუკი ეცვა და შავი ბეისბოლის ქუდი ეხურა. მიუხედავად ამისა, მგზავრებმა მალევე ამოიცნეს ის და ჯეი ლო ყურადღების ეპიცენტრშიც მოხვდა.

როგორც გაირკვა, მილიონერი ვარსკვლავი მეტროში უბრალოდ სამგზავროდ არ ჩასულა. ის ინტერნეტ-შოუს SubwayTakes-ის გადაღებაში მონაწილეობდა, სადაც თავისი ახალი ფილმის, „სამსახურებრივი რომანის“ პოპულარიზაციას ეწეოდა.

ვიდეო: ქალიშვილის გენდერის შეცვლის შემდეგ ჯეი ლო პირველად გამოჩნდა

ვიდეო: „ნამდვილად ხვდებით ერთმანეთს?“ – ჟურნალისტის პირდაპირი შეკითხვა და ჯეი ლოსა და ბრედ გოლდსტაინის პასუხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები