ჯენიფერ ლოპესმა პირველად დაარღვია დუმილი ბრეტ გოლდსტაინთან შესაძლო რომანის შესახებ.
ჯენიფერ ლოპესისა და ბრეტ გოლდსტინის ქიმია წითელ ხალიჩაზე
56 წლის ვარსკვლავი პარტნიორთან ერთად სტუმრად გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც წამყვანმა მას პირდაპირი შეკითხვა დაუსვა.
„ყველამ იცის, რასაც ამბობენ… რომ შესაძლოა ეს ყველაფერი რეალურია და თქვენ სინამდვილეშიც ხვდებით ერთმანეთს?“ – მიმართა მან ლოპესს.
მცირე პაუზის შემდეგ ჯეი ლომ უპასუხა:
„არ არსებობს შემთხვევა, როცა ვინმესთან ერთად დამინახავენ ან ვიღაცასთან ვიმუშავებ და მაშინვე არ ეცდებიან, რომ იმ ადამიანთან დამაკავშირონ“
საუბარში თავად ბრეტ გოლდსტაინიც ჩაერთო და აღნიშნა:
„ვფიქრობ, თუ მის გვერდით დგახარ, სწორედ ასე ხდება. ამიტომაც ვდგავარ მთელი ეს დრო მასთან ასე ახლოს“.
მიუხედავად გავრცელებული სპეკულაციებისა, მსახიობისა და მომღერლის კომენტარებიდან გამომდინარე, მათი ურთიერთობის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ორივე მხარე ამ ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ თანამშრომლობაზე საუბრობს, თუმცა, მათი ქიმია კვლავ აქტიურად განიხილება მედიასა და სოციალურ ქსელებში.
ვიდეო: „ბრეტიფერის“ პირველი წითელი ხალიჩა – ჯეი ლოსა და ბრეტ გოლდსტაინის „ქიმიური ქარიშხალი“