LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრეტიფერი“ – ჯეი ლოს ახალი სიყვარული ეწვია – ვინ არის მისი რჩეული, რომელსაც ბენ აფლეკის „ბრიტანულ ვერსიას“ უწოდებენ

278
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით (1)

ჯენიფერ ლოპესს ახალი რომანი აქვს. ამჯერად მისი რჩეული სერიალ Ted Lasso-ს ვარსკვლავი, ბრეტ გოლდსტაინია. აღსანიშნავია, რომ მათი რომანტიკული კავშირის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა.

„ცეცხლზე ნავთი“ – ჯეი ლოს ახალი რომანი ჰაერივით სჭირდება – ჯეი ლოსა და ბრედ გოლდსტაინის ახალი ფოტოები

ფლირტი, ქიმია და სამსახურებრივი რომანი – 55 წლის ჯეი ლოსა და 44 წლის ბრედ გოლდსტაინის პირველი ფოტოები

ინსაიდერის ინფორმაციით, რომელიც გამოცემა The Sun-ს ესაუბრა, ლოპესი, რომელიც სულ ერთი წლის წინ დაშორდა ყოფილ მეუღლეს, ბენ აფლეკს განსაკუთრებულად დაუახლოვდა გოლდსტაინს მათი საერთო ფილმის, „სამსახურებრივი რომანის“ გადაღებების დროს. წყაროების ცნობით, მათ შორის „საოცარი ქიმია“ იგრძნობა.

„გადაღებების დროს ეს ფაქტობრივად ყველასთვის ცხადი იყო. ბრეტი და ჯეი ლო თავიდანვე შესანიშნავად ეწყობოდნენ ერთმანეთს და მათ შორის საოცარი ქიმია იყო. ეს სწორედ ისაა, რაც ჯენიფერს ბენ აფლეკის შემდეგ სჭირდება, ის მას ღიმილს ჰგვრის“, – აცხადებს წყარო.

მათივე თქმით, გოლდსტაინის ქარიზმამ და ბრიტანულმა იუმორმა ლოპესი მოხიბლა.

ამჟამად ლოპესის გარემოცვაში ხუმრობენ კიდეც, რომ ბრედი ბენ აფლეკის ერთგვარი „ბრიტანული ვერსიაა“.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ბრეტთან რომანტიკული ხასიათის ფოტო ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ გააზიარა.

გამოსამშვიდობებელი საჩუქარი თუ „ბენიფერის“ რენესანსი? – ბენ აფლეკმა ჯეი ლოს ვილა აჩუქა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები