ჯენიფერ ლოპესი და ბრეტ გოლდსტაინი Netflix-ის ღონისძიებაზე ერთად გამოჩნდნენ და მსოფლიოს ალაპარაკებაც მოახერხეს.
ღონისძიება ნიუ-იორკში, Sunset Pier 94 Studios-ში გაიმართა, სადაც ვარსკვლავებმა რომანტიკული კომედია „სამსახურებრივი რომანი“ წარადგინეს.
წითელ ხალიჩაზე ჯეი ლო და ბრეტი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდნენ ფლირტითა და ქიმიით. ისინი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი რომანტიკული კავშირის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა.