„დილა მშვიდობისა საქართველო“ გვაცნობს ჭიათურის სოფელ გეზრულის მე-12 კლასელ მოწაფეს, ლეილა კილაძეს, რომელიც ერთადერთია სკოლაში, ვინც წელს სკოლა დაამთავრა.
„გეზრული არის ჭიათურის სოფელი. დაიცალა სოფელი, მაგრამ ვინც ვართ, ყველა ერთმანეთთან ახლოს ვართ. მეცხრე კლასიდან აქ გადმოვედი, არ იყო მეცხრეკლასელი არავინ და მე გავხსენი კლასი, იმის მერე მოვდივარ მარტო. მიუხედავად იმისა, რომ კლასელი არ მყავდა, ჩემი პერანგი სავსე იყო წარწერებით…“
