საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ, ბრიჯიტ მაკრონმა, ელისეს სასახლეში, ინდონეზიის პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის აღსანიშნავად, სახელმწიფო ვახშამი გამართეს.
საფრანგეთის პირველმა ლედიმ ამ შემთხვევისთვის ელეგანტური ლუქი შეარჩია. მას „დიორის“ დახვეწილი შავი გრძელი კაბა ეცვა. კაბას მაღალი, აწეული საყელო, გრძელი გამჭვირვალე სახელოები და ქვედაბოლოს უკანა მხარეს ჭრილი ჰქონდა. ბრიჯიტმა თავისი ჩაცმულობა შავი ხავერდის ქუსლიანი ფეხსაცმლით და კლასიკური შავი ნაქსოვი „დიორის“ ჩანთით დაასრულა.
ცნობილი ხდება, რა გახდა ბრიჯიტ მაკრონის მხრიდან საკულტო სილის გაწვნის მიზეზი – უახლესი დეტალები

ქალბატონ მაკრონს ელეგანტური ვარცხნილობაც ჰქონდა, ლამაზი თვალის მაკიაჟი, ბრილიანტის საყურეები, ბრილიანტის სამაჯურები, ბეჭდები და საათი.

