2014 წელს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი, რომელსაც გასულ წელს კიდევ ერთი შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში შვილების შესახებ ხშირად წერს.
ცოტა ხნის წინ, ფატი ჭელიშვილმა გარდაცვლილი შვილების ვიდეოკოლაჟი და მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა.
„შეუძლებელია ადამიანმა გაუძლოს ამ ტკივილს და მონატრებას, თუ უფლის უხილავი ძალა არ არის მასთან.
სიკვდილით ვიბადებითო საუკუნო სიცოცხლისათვისო. მე დაველოდები წუთს ამ საშინელ წუთისოფელში, სადაც დედებს შვილებს უკლავენ…
ნათელი თქვენს სულს შვილებო. შეხვედრამდე…
მენატრებით, შვილებო“, – წერს ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა. სერგი საცერაძეს სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სტრასბურგმა პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საიას ცნობით, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.
2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ.
