ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 20 წლის ქალიშვილი, შაილო „პიკლბოლის“ საქველმოქმედო ტურნირზე დააფიქსირეს, სადაც მან მონაწილეობა თავადაც მიიღო. მას თან მეგობარი გოგო, ქეონ როუზი ახლდა, რომელსაც წყაროს ცნობით, შაილო უკვე რამდენიმე წელია ხვდება.
შაილო კორტზე შავი ფერის ფართო, თავისუფალი სტილის სამოსითა და ქუდით გამოჩნდა. ყურადღება მისმა ტუჩზე გაკეთებულმა პირსინგმაც მიიპყრო.
აღსანიშნავია, რომ შაილო ბოლო პერიოდში თავისი ინდივიდუალური სტილის გამო არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში.

