LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

4299
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება 12:23 საათზე და გასტანს 16:30 საათამდე. ამ დროის მონაკვეთში ზედმეტად დუნდება ადამიანის ყურადღება, რაც ხშირად სრულიად საკმარისი მიზეზი ხდება არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისათვის. ეს პერიოდი ორმაგ ყურადღებას ითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაციები – დღის განმავლობაში ნუ გათქვამთ საიდუმლოებებს. ქონების გაყოფის პროცესი ფრიად გართულდება და შესაძლებელია ძველი პრობლემები ხელახლა წამოიჭრას. ამავდროულად, ადამიანის ორგანიზმში მოიმატებს სიცოცხლისუნარიანობა. დღე კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის და ტექნიკის შესაძენად. კარგი დღეა ვარჯიშებისათვის, სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული ნაწარმის, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

დღე ხელს უწყობს კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს, მეგობრულ კონტაქტებსა და ახალ ნაცნობობას. კარგი პერიოდია მშენებლობისათვის. მაქსიმალურად მოერიდეთ ნაჩქარევ მოქმედებებსა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისათვის, საფინანსო ოპერაციების საწარმოებლად, კაპიტალდაბანდებებისა და ხელშეკრულებების დასადებად. ნუ დაარღვევთ წესებს, რადგან დაჯარიმებების ტენდენცია საკმაოდ მაღალია. დღევანდელი კარგი სიზმრები ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ კამათს და ნუ იქნებით ზედმეტად მესაკუთრე, ეს მხოლოდ დაძაბულობას გამოიწვევს.

ჯანმრთელობა – ეფექტურია თირკმელებისა და ყელის ენდოკრინული სისტემის მკურნალობა, თუმცა ამავდროულად ნუ გადაღლით თვალებს. მოერიდეთ თმის შეჭრას. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ არის სასურველი სტომატოლოგიური პროცედურებისა და პლასტიკური ოპერაციების ჩატარება. მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავის ზონა, გრძნობათა ორგანოები, ყელი და ენდოკრინული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ იქნება სასურველი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე ძალიან კარგი და პოზიტიურია მშვილდოსნისა და მერწყულისათვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღების გამოჩენა დღის ნეგატიური გამოვლინებებისა და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები