მამა შალვა კეკელიას ვაჟი იუბილარია.
ამის შესახებ მამა შალვა სოციალურ ქსელში წერს.
„გიო! მამიკო გილოცავ დაბადების დღეს, ღმერთს ებარებოდე, იხარე ორთავ სოფესა შინა, დედაღვთისმშობელმა დაიცვას შენი ცხოვრება, ძალიან მიყვარხარ. უკვე 20 წელი შეგისრულდა…
20 წლის წინ შენი თავი მაჩუქა ღმერთმა. მამ, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი კარგი კაცი მყავხარ. ღმერთს სულ ვევედრები: რომ, მისი სიყვარული იყოს ყოველთვის შენს გულში,“ – წერს დეკანოზი შალვა კეკელია.
