ალბუმინურია არის მდგომარეობა, როდესაც შარდში დიდი რაოდენობით ცილა – ალბუმინი გამოიყოფა. ეს არის თირკმლის ფილტრაციის ფუნქციის დარღვევის ან დაზიანების ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი ნიშანი, რაც ყველაზე ხშირად დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის ფონზე ვითარდება. დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია: შაქრიანი დიაბეტი: როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2. არტერიული ჰიპერტენზია, როდესაც მაღალი წნევა აზიანებს თირკმლის სისხლძარღვებს. თირკმლის ქრონიკული დაავადებები ( ნეფრიტი, ნეფროზი).

ვინაიდან ადრეულ სტადიაზე (მიკროალბუმინურია) სიმპტომები პრაქტიკულად არ ვლინდება, დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება შარდის სპეციალური ლაბორატორიული ტესტები: მიკროალბუმინის ან შარდში ალბუმინ-კრეატინინის ფარდობის განსაზღვრა.
დროული მკურნალობის გარეშე, ალბუმინურია შესაძლოა პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე. მკურნალობა ძირითადად მიმართულია ძირითადი გამომწვევი დაავადების მართვისკენ: ეს არის გლუკოზის მკაცრი კონტროლი (დიაბეტის შემთხვევაში). არტერიული წნევის დასაშვებ ნორმამდე შენარჩუნება. მედიკამენტური თერაპია, რომელიც იცავს თირკმელებს. მიკროალბუმინის ტესტი – მიზანი, პროცედურა, შედეგების ინტერპრეტაცია, ნორმალური მნიშვნელობები და სხვა.