LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამენორეა

105
ამენორეა

ამენორეა არის მენსტრუაციის შეწყვეტა 6 თვეზე მეტი ხნით. არსებობს ჭეშმარიტი და ცრუ ამენორეა. ჭეშმარიტი ფიზიოლოგიური ამენორეა ვითარდება სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის, ლაქტაციისა და კლიმაქსის პერიოდში. ცრუ ამენორეის დროს არსებობს ნორმალური მენსტრუალური ციკლი, მაგრამ არ ხდება მისი გარეგნული  გამოვლენა, რადგან სასქესო ორგანოთა განვითარების მანკი ან საშოსა და საშვილოსნოს ყელში წარმოქმნილი შეხორცებები მენსტრუალური სისხლის ორგანიზმიდან გამოსვლას შეუძლებელს ხდის. ჭეშმარიტი პათოლოგიური ამენორეის დროს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხე-საშვილოსნოს სისტემაში, ისევე როგორც დანარჩენ ორგანიზმში, ციკლური ცვლილებები არ აღინიშნება.

განასხვავებენ ორი ტიპის ჭეშმარიტ პათოლოგიურ ამენორეას: პირველადს – ქალს არასდროს ჰქონია მენსტრუაცია, რაც განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით ან სქესობრივი განვითარების შეფერხებით; მეორეულს – მენსტრუაცია იყო და შეწყდა. შესაძლოა, განვითარდეს ზოგადი ინფექციური და სომატური დაავადებების ფონზე, ასევე – მძიმე მოწამვლის, ნერვულ-ფსიქიკური აშლილობის, ჰორმონული დარღვევების შედეგად. ჭეშმარიტ ამენორეას თან ახლავს უშვილობა, ფსიქოემოციური სფეროს მოშლა, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება. 

მკურნალობა, თავდაპირველად მიზეზის აღმოფხვრით იწყება. სრულფასოვანი კვება, მუშაობისა და დასვენების ჯანსაღი რეჟიმი, სტრესული მომენტების თავიდან აცილება, ფიზიკური ვარჯიში, ზოგადი ინფექციური და სომატური დაავადებების ეფექტური მკურნალობა, ტოქსიკური ნივთიერებებისგან ორგანიზმის გაწმენდა, ჩვეულებრივ, ჰორმონული თერაპიის გარეშეც საკმარისია მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები