LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე-პატარძალი, გრანდიოზული თეთრი ტორტი და კომოს ტბის ულამაზესი პეიზაჟები – რას წერს შორენა ბეგაშვილის და

1416
შორენას ქორწილი

შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, მამუკა ურუშაძემ იტალიაში, კომოს ტბაზე იქორწინეს.

ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა იტალიაში იქორწინეს – კადრები კომოს ტბიდან

აღსანიშნავია, რომ რვა ივლისს შორენას დაბადების დღე იყო.

დის ქორწილისა და დაბადების დღეს ემოციური წერილი გააზიარა ტელეწამყვანის დამ, ლელა ბეგაშვილმა: 

„დღეს შენი დაბადების დღეა. მახსოვს შენი დაბადება. ისიც მახსოვს, როგორ გელოდი მთელი ცხრა წელი და როგორ უზომოდ გამიხარდა შენი თავი. მახსოვს, როგორი პატარა და ფუმფულა იყავი. ძალიან ლამაზი და საყვარელი. ასე მგონია, ჩემთვის გაჩნდი. რამდენი წელი გასულა, მაგრამ ჩემთვის ისევ ის პატარა და საყვარელი გოგო ხარ და რაც მთავარია, ისევ ისე ძალიან მიხარიხარ და მიყვარხარ. ბედნიერებას გისურვებ, ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას. მიყვარხარ.“, – წერს ლელა ბეგაშვილი.

ლელამ დის ქორწილიდან კადრებიც გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები