LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯესიკა ალბას სასიყვარულო განცხრომა იტალიის ცის ქვეშ 11 წლით უმცროს შეყვარებულთან

106
page

45 წლის ჯესიკა ალბა ზაფხულის არდადეგებს იტალიაში, ახალ რჩეულთან, 33 წლის მსახიობ, დენი რამირესთან ერთად ატარებს. მსახიობმა დასვენების ამსახველი შთამბეჭდავი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

ჯესიკა ალბა 11 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად საოცრად ბედნიერია – წყვილის ფოტოები მაიამის სანაპიროდან

გავრცელებულ კადრებში წყვილი სანაპიროზე დროს ერთად ატარებს, ზღვაში ცურავს, წიგნებს კითხულობს და საოცრად ბედნიერად გამოიყურება. ფოტოკოლაჟში ასევე მოხვდა იტალიური სამზარეულოს არაერთი ცნობილი კერძი, რომელსაც ჯესიკა და დენი მოგზაურობის დროს აგემოვნებენ.

ცნობისთვის, ჯესიკა ალბასა და დენი რამირესის ურთიერთობის შესახებ პირველად 2025 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც ისინი მექსიკის აეროპორტში ერთად შენიშნეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში ჯესიკა ალბა ოფიციალურად განქორწინდა პროდიუსერ, კეშ უორენთან, რომელთანაც 17 წელი იყო დაქორწინებული. ყოფილ მეუღლეებს სამი შვილი ჰყავთ.

ჯესიკა ალბა 11 წლით უმცროს მამაკაცს ხვდება – მისი რჩეული მსახიობია

ჯესიკა ალბა მეუღლეს 17 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა და მიზეზიც გაამხილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები