LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მთელი ფიქრებით აიკოსთან ვარ… მგონია, რომ ყველაზე მეტად მე მიყვარს“ – ზურა მანჯავიძე და პატარა აიკო „ფორტუნას“ ობიექტივში

303
ზურა მანჯავიძე

მომღერალი ზურა მანჯავიძე და ტელეწამყვანი ზურა მანჯავიძე შვილიშვილთან, პატარა აიკოსთან ერთად „ფორტუნასთორის“ სტუმარი იყო.

„რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მთელი ფიქრებით აიკოსთან ვარ. ერთი სული მაქვს ხოლმე, საქმეს მალე მოვრჩე და მასთან გამოვიქცე. როცა ვერ ვახერხებ მასთან მოსვლას, ნერვები მეშლება. ძალიან მაბრაზებს ის გარემოებები, თუ ის ადამიანები, ვინც ხელს „მიშლიან“ აიკოსთან ურთიერთობაში.

რა თქმა უნდა, ვუმღერი. სიმღერაც მივუძღვენი, როგორც ჩემ პირველ შვილიშვილს. სიმღერაში მაქვს ასეთი სიტყვები, „ერთი ციდა და ჩემი სუნთქვა ხარ, ყველაზე მეტად ბაბუს უყვარხარ“. მართლა მგონია, რომ ყველაზე მეტად მე მიყვარს და მაქვს პრეტენზია და სურვილი, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარდე“, – ამბობს ზურა მანჯავიძე „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები