ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გაგრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
