LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე მეექვსედ დადგა შენი ფიზიკურად და ჩემი სულიერად განადგურების დღე. მძულს ამ დღის გათენება… 6 წელია ვუძლებ ჯოჯოხეთურ მონატრებას, სიმწრისგან ხანდახან მგელივით ყმული და ღმუილი მინდება… საშინლად მენატრები ჩემო ღიმილა ფერიავ“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

499
თეონა და თამარ ბაჩალიაშვილი

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 6 წელია ჯოჯოხეთურ მონატრებას უძლებს და მხოლოდ ღმერთმა იცის ეს რის ფასად უჯდება.

„დე, აი უკვე მეექვსედ დადგა შენი ფიზიკურად და ჩემი სულიერად განადგურების დღე.💔 მძულს ამ დღის გათენება.😥😢😭 6 წელია ვუძლებ ჯოჯოხეთურ მონატრებას, სიმწრისგან ხანდახან მგელივით ყმული და ღმუილი მინდება, მიწის ფხოჭნა მინდება და ჯერჯერობით ვახერხებ ამ ყველაფრის ჩახშობას.💔😭 მეუბნებიან ყოჩაღ შენს გაძლებასო და მარტო უფალმა უწყის ეს რის ფასად მიჯდება.😡😡შენ და გიორგი ჩემთვის უფლის საჩუქრები ხართ. დე, შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, შვილი, და, დედა, მეგობარი, მესაიდუმლე, მასწავლებელიც კი, იმდენ რამეს ვსწავლობდი შენგან, ძალიან მაკლიხარ.😥😢😭 შენი სახით რამდენი ადამიანი მომიკლეს დე. ბრალი მისი ვისაც შენს სისხლში აქვს ხელი გასვრილი.😡😡 რაც მეტი დრო გავა მითმეტად სასტიკი იქნება მათი განაჩენი. უბრალოდ ამ ცხოვრებაში წამართვეს შენთან ყოფნის ბედნიერება და ამას მწვავედ იწვნევენ – შთამომავლობაზე გადავა ეს საშინელი ცოდვა.😡😡 ამიტომ უნდა ილოცონ, რომ საკუთარი თავით ზღონ ეს სასჯელი. ერთი წუთი და წამი არ არსებობს დე შენზე ფიქრის გარეშე. საშინლად მენატრები და უსაშველოდ მიყვარხარ ჩემო ღიმილა ფერიავ. 😥😢😭“, – წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა – „ვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ყველა ჩანაწერი და ამით დამტკიცდეს, რაც სინამდვილეში მოხდა“

„მაპატიე დე, ცოცხალი რომ დავრჩი! ალბათ იმიტომ დამტოვა უფალმა, რომ შენი სიმართლე გაირკვეს“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედის ემოციური მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები