LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2280
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება ლომის აქტიურ, ენერგიულ, ინიციატივიან, ლიდერული თვისებებითა და სიყვარულით აღსავსე ზოდიაქოში, ხოლო მთვარე გადის მეტად ემოციურ, ძალზე მგრძნობიარე, სენტიმენტალურ და რომანტიკულ თევზების ზოდიაქოს. ეს ტენდენციები, ამ ზეგავლენის შედეგად, დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში მეტად გამოვლინდება.

დღეს შეიძლება ვუწოდოთ კარმული ვალების გასტუმრების დღე – ზოგიერთ ადამიანს შეიძლება შეექმნას პრობლემები, ზოგიერთმა კი ეს ვალები გაისტუმროს საკმაოდ კარგად და დასამახსოვრებლად. ნუ იქნებით დღეს ზედმეტად ამპარტავანი და ამაყი. დღე კარგია შემოქმედებითი მუშაობისთვის, სიყვარულისა და მეგობრული კონტაქტებისათვის, ხელს უწყობს სამკურნალო მცენარეების შეგროვებას, კარგია ფოტოგრაფიისთვისა და კულინარიისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ უახლოესი ათი დღე ხელს შეუწყობს უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლებას. თუ თავს მოაბამთ ამ პროცესს, იქნება ძალიან კარგი, რადგან ამით ზედმეტი უარყოფითი ენერგიისგან განთავისუფლდებით. უახლოესი ათი დღე ასევე საუკეთესოა დალაგება-დასუფთავების კუთხითაც. დღევანდელი სიზმრები გამცნობენ შემდგომი შემოსავლების შესაძლებლობების შესახებ.

დღის რეკომენდაციები:

მოერიდეთ ახალი და მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას, ანალიზების ჩაბარებას, ახალი ფეხსაცმლის ყიდვას ან პირველად ჩაცმას. მაქსიმალურად ფრთხილად იყავით, რადგან ადამიანებში მოიმატებს ტყუილისადმი მიდრეკილება. მოერიდეთ ყველანაირი დაპირების გაცემას. არაა სასურველი დღეს სესხის აღება ან გაცემა. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებსა და საიდუმლო სიყვარულს, რომელიც დღეს ადვილად გამოაშკარავდება და შესაძლოა სერიოზული კონფლიქტების მიზეზიც კი გახდეს.

დღე სასიკეთოა მგზავრობა-მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის (მათ შორის საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე), იურიდიული საქმიანობისთვის, კაპიტალდაბანდებებისათვის. ხელს უწყობს სასამართლო პროცესების კარგად წარმართვას, კარგია ნადირობა-თევზაობისა და შემოქმედებითი მუშაობისთვის.

პარტნიორული ურთიერთობები:

მოიმატებს ერთმანეთისადმი პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნა.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ თაფლი, რაც საგრძნობლად გააძლიერებს იმუნიტეტს. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია მარგალიტის, ალექსანდრიტის, გიშერის, მარჯნისა და ამეთვისტოს გამოყენება.

ფერებიდან თქვენს შარმს საგრძნობლად გააძლიერებს ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე, ფირუზისფერი და ლურჯი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული, საყურადღებო და ფრთხილია ეს პერიოდი ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები