გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 40 წლის მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საბარგულში იჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპულია ბესო მიქელაძე, რომელსაც თანამშრომლები ემშვიდობებიან.
„დიდი მწუხარებით ვეხმაურებით ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლის, ბესო მიქელაძის, გარდაცვალებას. წლების განმავლობაში იგი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და მისი ხსოვნა ყოველთვის პატივით დარჩება ჩვენს გულებში. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც მისი დაკარგვა მძიმე ტკივილად ექცა. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას.ნათელი მის ხსოვნას“, – წერია სამძიმრის წერილში.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
