დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ყურადღებას ამახვილებს ღმერთთან პირადი და გულწრფელი ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, ლოცვა მხოლოდ სიტყვების მექანიკურად წარმოთქმა არ უნდა იყოს, რადგან ღმერთთან კავშირი ცოცხალ ურთიერთობას ეფუძნება.
„უნდა გაიაზრო – ღმერთი არის ცოცხალი არსება, შესაბამისად, მასთან ურთიერთობაც ცოცხალია. ამიტომ ის შენგან ელოდება არა მექანიკურად ლოცვის სიტყვების წარმოთქმას, არამედ შენს გულს“, – აღნიშნავს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
ციტატა გავრცელდა გვერდის ამონარიდების არქივიდან.
