ტარიელ ხარხელაური შინდისელ გმირებს ლექსს უძღვნის.
ლექსი პოეტის გვერდზე გავრცელდა.
„თუკი სამყაროს დიდმა გამჩენმა
სამშობლოს დახსნა კიდევ გვაღირსოს,
როგორც პირველი ცეცხლის გაჩენა
თქვენი სახელი ვიმარადისოთ.
ვწერ,
ჩემი ქვეყნის ტკივილი მაწევს
გულზე და
შემკრთალ სუნთქვას მიმძიმებს,
ქედს ვუხრი კრძალვით
შინდისელ ბიჭებს –
სამშობლოს ნაცვლად რომ დაიძინეს…“ – წერს ტარიელ ხარხელაური.
