LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწრაფო ინფორმაციაა, გურიკა დადიანიძის ნამდვილი “ფეისბუკიდან” დაიწერა ეს პოსტი” – რა ინფორმაციას ავრცელებს ოჯახის ახლობელი 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ

5873
დადიანიძე

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც ითარგმნება როგორც „დრო მოვიდა“.

ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია.

„სასწრაფო ინფორმაცია. რამოდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა,” – ამბობს კობა ახალაძე გავრცელებულ ვიდეოში.

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ ექსკურსიაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ის გაუჩინარდა.

„ჩემი გურიკას დაკარგვა თურქეთში დაღუპულ ბიჭთან არაფერ შუაში არ არის“ – გურამ დადიანიძის დედა

„როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად წვიმდა… ერთი თვის თავზე ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე – „დე აქ ვარ და წამიყვანე“… არ ვიცი რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია სოფო…“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გურამ დადიანიძის დედას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები