LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გური, „მოვიდა დრო“ – ეს რას ნიშნავს შვილო“ – სოფო ბიბილაშვილი გურამ დადიანიძის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე, ოსურ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება

2915
სოფო ბიბილაშვილი 1

18 აგვისტოს, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. 

„Арцыд растаг“ – ითარგმნება, როგორც „მოვიდა დრო“ [ასევე ითარგმნება, როგორც: „ჩვენ დრომდე“, „წამოვიდა დროზე“, „მშვიდიბიანი ჟამი“, „მშვილობიანი დრო“]. ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია.

დადიანიძის ოჯახის ახლობლები და არამხოლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გურამის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

„გური, „მოვიდა დრო“ – ეს რას ნიშნავს შვილო 😭😭😭“, – წერს სოფო ბიბილაშვილი

გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“.

„ველოდებით შესაბამისი ორგანოების დროულ და სათანადო რეაგირებას ამ ყველაფერზე!“, – აღნიშნულია გადაცემის მიერ „ფეისბუკზე“ გავრცელებულ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები