12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე YouTube არხთან, „შენი ამბავი“ ამბობს, რომ მას, როგორც ადვოკატს გაუჩინარებული ბიჭის მამიდასთან, ნინო დადიანიძესთან ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები აქვს.
„სასწრაფო ინფორმაციაა, გურიკა დადიანიძის ნამდვილი "ფეისბუკიდან" დაიწერა ეს პოსტი" – რა ინფორმაციას ავრცელებს ოჯახის ახლობელი 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ
ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია.
გადაცემის წამყვანის, თაია გამთენაძის კითხვაზე: „რეალურად მამიდამ განაცხადა თუ არა უარი თქვენთან შეხვედრაზე“ – ადვოკატმა უპასუხა:
„მსურდა შეხვედრა მამიდასთან, კითხვების დასმა- მე მასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები მაქვს, მე ძალიან კარგად ვიცი, ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი, რაზეც საუბრობს ქალბატონი მამიდა, მაგრამ რაც ასევე ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს, ლოგიკას და საღ აზრს, ამიტომ ბუნებრივია გამიჩნდა კითხვა და მას არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მე ამ კითხვებზე მიპასუხოს? არ უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ადვოკატი, რომელიც ჩაერთო საქმეში, რომელიც ეხება მისი 17 წლის ძმისშვილის გაუჩინარებას და პირიქით, მისი ოჯახის სასარგებლო საქმეს აკეთებს ყოველგვარი ინტერესის გარეშე, არ უნდა ჰქონდეს ინტერესი, რომ თავად შემხვდეს, თავად დამისვას კითხვები, ითანამშრომლოს, მომაწოდოს ინფორმაციები, მითხრას თავისი ვერსიები და ვარაუდები. უარი გაუცხადა ქალბატონ სოფიოს (გურამ დადიანიძის დედას) მე რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებოდი მისგან პასუხს და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვი საჯაროდ, რომ ამ ადამიანმა უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე. შემდეგ დაინახა, რომ საზოგადოებას ჰქონდა მკაცრი რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთხელაც არ ჰქონია მცდელობა, რომ დაერეკა და შევხვდებოდი. ან ეთქვა, რომ მოდი, ახლა მე ვახერხებ საუბარს და მზად ვარ გიპასუხო ყველა კითხვაზე, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან. ან კითხვა არ უნდა დაესვა რა გაკეთდა ახალი საქმეში, გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია იქნებ დაგეხმაროთ?- გამოდის და ამბობს, რომ უდიდესი ალბათობით გურამი ცოცხალია…“ – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
