LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქემრონ ჯონსი სნუპ დოგის ბიოგრაფიულ ფილმში თუფაქ შაკურის როლს შეასრულებს

135
download (18)

ქემრონ ჯონსი Universal Pictures-ის მომავალ ბიოგრაფიულ ფილმში, რომელიც სნუპ დოგის ცხოვრებასა და კარიერაზე გვიამბობს, თუფაქ შაკურის როლზე დაამტკიცეს. მსახიობი ცნობილია მონაწილეობით სერიალებში – ,,პანიკა”, ,,განკითხვის ღამე” და ,,უსირცხვილოები”.

კინოკომპანია პროექტს, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა – Snoop რეჟისორ, კრეიგ ბრიუერთან ერთად ამზადებს.

ბიოპიკი 1990-იანი წლების ჰიპ-ჰოპ კულტურის ოქროს ხანასა და სნუპ დოგის მუსიკალურ აღზევებას ასახავს. სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი Death Row Records-ის პერიოდსა და სნუპისა და თუფაქის მეგობრობას დაეთმობა, რომელიც მოგვიანებით, სანაპიროებს შორის რეპერების ცნობილი დაპირისპირების გამო, მკვეთრად დაიძაბა.

ფილმში სნუპ დოგს სერიალ Outer Banks-ის ვარსკვლავი, ჯონათან დევისი, მის დედას, ბევერლი ტეიტს კი, ლორენ ლონდონი განასახიერებს.

Snoop Dogg-ის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვა – საკულტო რეპერს, ჯონათან დევისი განასახიერებს

არსებული ცნობებით, Dr. Dre-ის როლს, მაილს ბალოკი მოირგებს.

ბიოგრაფიული დრამის მსოფლიო პრემიერა კინოთეატრებში, 2027 წლის 6 აგვისტოს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები