„პედიატრი ძმები“ „ტიკ-ტოკზე“ გვიზიარებენ რჩევას იმის შესახებ, თუ რა ხილი უნდა მიირთვან პატარებმა შეკრულობის დროს.
„4 ხილი შეკრულობის დროს. შეკრულობა საკმაოდ ხშირი პრობლემაა ბავშვებს შორის, თუმცა უმეტესობა არ არის რაიმე კონკრეტული დაავადებით გამოწვეული, არამედ დაკავშირებულია დიეტასთან და თუ ჩვენ ამ დიეტას გავასწორებთ, როგორც წესი, ეს შეკრულობაც მოიხსნება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ: კივი, ქლიავი, ასევე ვაშლი და მსხალი. ყველა ეს ხილი ძალიან მდიდარია უჯრედისით და ყველა იმ ინგრედიენტით, რომელიც აუცილებელია კუჭის მოქმედებისთვის.
რაც შეეხება მსხალს, ქლიავს და ვაშლს, სასურველია, მისცეთ კანთან ერთად“.
@pediatricianbros 4 ხილი შეკრულობის დროს
♬ original sound – Pediatricianbros
