LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„40 დღე უშენოდ დე და მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ ჩამიკრავ გულში ჩემო თბილო ბიჭო… ვერ ვეგუებით შენს არყოფნას…“ – ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

648
ნიკოლოზ ღუნაშვილი

ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

სოციალურ ქსელში ნიკოლოზის დედა, თათია ჩირგაძე ემოციურ პოსტს ავრცელებს და აღწერს, როგორ უმძიმს ოჯახს ნიკოლოზის გარეშე ცხოვრება:

„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე… მიყვარხარ, ჩემო ცხოვრება…“ – ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

„40 დღე უშენოდ დე და მაინც ვერ ვიჯერებ რომ ვეღარ ჩამიკრავ გულში ჩემო თბილო ბიჭო… ვერ ვეგუებით შენს არყოფნას… ძალიან გვიჭირს მე, მამას და შენ კესოს დე… სულ ჩემ გონებაში, სულში და გულში იქნები ნიკოლოზ… მიყვარხარ უსასრულოდ დედას ანგელოზო“ – წერს თათია ჩირგაძე.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები