დემი მური კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ლოს-ანჯელესში გამართულ მე-6 ყოველწლიურ Academy Museum Gala-ზე ჰოლივუდის ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე კლასიკური და სკულპტურული მოდის საოცარი სინთეზი წარმოადგინა და მოდის კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
63 წლის მსახიობმა ბრენდ – Standing Ground-ის მაღალი მოდის 2026 საშემოდგომო კოლექციის ექსტრავაგანტური კაბა მოირგო, რომელიც მის სილუეტს დახვეწილ ფორმას სძენდა. ამის შესახებ Red Carpet Fashion Awards წერს.
ყველაზე დიდი სიურპრიზი მსახიობის ვარცხნილობა აღმოჩნდა. თავისი საფირმო, გრძელი გაშლილი თმის ნაცვლად, დემიმ თმა ელეგანტურად აიწია, რამაც კაბის დეკოლტესა და Chopard-ის ბრილიანტის საყურეებს განსაკუთრებული აქცენტი შესძინა.
კრიტიკოსებმა დემი მურის ეს მომენტი 2026 წლის გალას ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და ელეგანტურ მომენტად უკვე აღიარეს.

ცნობისთვის, Academy Museum Gala 2021 წლიდან ტარდება. მისი მიზანი კინოაკადემიის მუზეუმის ფინანსური მხარდაჭერაა. კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის კინომუზეუმი, რომელიც ლოს-ანჯელესში 2021 წელს დაარსდა, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ინსტიტუტია, რომელიც კინოს ხელოვნებას, მეცნიერებასა და კულტურას ეძღვნება. გალას ფარგლებში მობილიზებული თანხები ხმარდება მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების, საზოგადოებრივი ინიციატივებისა და გამოფენების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას.