LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ალბომის მოლოდინი – ჯასტინ ბიბერი სტუდიაში დაბრუნდა

203
download (9)

ჯასტინ ბიბერმა Instagram-ზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. კადრებმა არტისტის ფანებში დიდი გამოხმაურება და მოლოდინი გამოიწვია, რადგან სურათები ხმის ჩამწერ სტუდიაშია გადაღებული და ახალ მუსიკალურ პროექტზე მიანიშნებს.

მომღერალს ოფიციალური განცხადება ახალი სინგლის ან ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

,,ბილიბერების” თქმით, აშკარაა, რომ სტუდიაში დაწყებული მუშაობა ჯეი ბის მომავალი სრულფორმატიანი პოპ-ალბომის საფუძველია.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ბიბერმა 2025 წელს ორი წარმატებული სტუდიური ალბომი – Swag და მისი გაგრძელება – Swag II გამოუშვა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში პირველად კარიერაში ორი ლაივ ალბომი წარადგინა, რომლებშიც შესულია მისი ცოცხალი პერფორმანსები 2026 წლის კოაჩელას ფესტივალიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები