LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი სრულად ,,შანელის” ლუქებით ავსტრალიური Vogue-ის ფურცლებზე

184
photo-collage.png (1)

ნიკოლ კიდმანი ავსტრალიური Vogue-ის ნოემბრის ნომრის მთავარი გმირი და სახე გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ამ კონკრეტული გამოცემის ფურცლებზე კიდმანის რიგით მე-12 გამოჩენაა.

ოსკაროსანმა მსახიობმა ფოტოსესიისთვის სრულად Chanel-ის სამოსი მოირგო. ფოტოსესიის მთავარი ღერძი სწორედ ჰოლივუდის ვარსკვლავისა და ფრანგული მოდის სახლის პარტნიორობაა. როგორც ცნობილია, ისტორიაში პირველად „შანელი“ ჩვენებას სიდნეიში გამართავს.

ინტერნეტში განსაკუთრებული გამოხმაურება და კომპლიმენტები მოჰყვა კიდმანის თამამ იმიჯს. ფოტოებში ის ფანტასტიკურ სპორტულ ფიგურას აჩვენებს.

ჟურნალისთვის მიცემულ ემოციურ ინტერვიუში კიდმანმა აღიარა, რომ 59 წლის ასაკში საკუთარ სხეულში ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს, ვიდრე ოდესმე.

 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები