ჰელოუინის აღსანიშნავად ცნობილმა ვარსკვლავებმა არაერთი უჩვეულო და ორიგინალური კოსტიუმი მოირგეს. მათ შორის გახლდათ 57 წლის ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც საკულტო ფილმის, „ბარბარელას“ მთავარი პერსონაჟის „ლუქი“ მოიხდინა. აღსანიშნავია, რომ ეს როლი თავის დროზე ჯეინ ფონდამ შეასრულა.
შთამბეჭდავი ფოტოების სერია არტისტმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„ბარბარელა“… ჰელოუინზე ჩემი „ურჩხული დედამთილის“ პერსონაჟად გამოვეწყვე, ნამდვილი კოსმოსური ანგელოზი, მიყვარხარ, ჯეინ ფონდავ!“, – წერს ჯეი ლო.
ჯეი ლო არჩევანის ზღვარზე! – პირადი მცველი თუ ბრედ გოლდსტაინი?