LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ უნდა გაუძლოს მისმა დედამ…“ – ცნობილია რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპული ორი ახალგაზრდის ვინაობა

1982
ავარია მწვანეყვავილას დასახლებაში

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 20 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა – ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი

გარდაცვლილები ქუთაისის მცხოვრებლები – მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.

„ძა­ლი­ან მი­ჭირს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი. ეს უბე­დუ­რე­ბა რო­გორ დატ­რი­ალ­და არ ვიცი, გე­ტყვით იმას, რომ უსაყვარლესი, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი, მათე ობო­ლა­ძე და­ი­ღუ­პა ავა­რი­ის დროს. ძა­ლი­ან თბი­ლი და ტკბი­ლი ბიჭი, ყვე­ლას რომ უყ­ვარ­და. არ ვიცი, რა ვთქვა, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ ან მის­მა დე­დამ რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს ამ უსაშველო ტკი­ვილს,”- გა­ნუ­ცხა­და მა­თე ობოლაძის მე­გობ­რის დე­დამ კვი­რის პა­ლიტ­რას. [იხილეთ ვრცლად]

„რამდენი მოგონება გვაქვს ერთად… რამდენი სიცილი, რამდენი ლაპარაკი, რამდენი დაუვიწყარი დღე… ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე ამ მოგონებებს ცრემლებით გავიხსენებდი. რამდენი რამ დაგვრჩა კიდევ გასაკეთებელი, რამდენი ამბავი მოსაყოლი… ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ შევხვდებით, ვეღარ გავიცინებთ ერთად. ყველა მოგონება ახლა გულში მტკივნეულად ცოცხლობს…“, – წერს ბერდია ხაბულიანის მეგობარი სოციალურ ქსელში.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები