LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს“ – საქართველოს ცხოველთა ფედერაციის სამძიმარი მათე ობოლაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო

374
მათე ობოლაძე

3 ნოემბერს, ქუთაისში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რა დროსაც რიონჰეს­თან ახ­ლოს ხევ­ში გადავარდნის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, საზოგადოება შეძრა.

გარდაცვლილები 20 წლამდე ახალგაზრდები – მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.

„ასეთი იყო ჩვენი მათე ბიჭი – დამშვიდობებისას სულ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა…“ – რას იხსენებს მეგობარი რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულ 20 წლის მათე ობოლაძეზე

მათ დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით ემშვიდობებიან.

მათე ობოლაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია.

„ჯერ კიდევ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს.

დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მათე ობოლაძეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.

მძიმეა იმის გააზრება, რომ მათე ჩვენ გვერდით აღარ იქნება. მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს.

საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთელი გუნდის სახელით გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც უყვარდა მათე. ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ბევრია.

ძალიან დაგვაკლდები, მათე“, – წერია საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

„როგორ უნდა გაუძლოს მისმა დედამ…“ – ცნობილია რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპული ორი ახალგაზრდის ვინაობა

„როგორი ძნელია იმის გააზრება, რომ აღარ იქნები… ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ამდენი წელი გვაკავშირებდა, ამდენი საერთო მოგონება გვქონდა“ – რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულ მათე ობოლაძეს მეგობრები ემშვიდობებიან

შეგახსენებთ, ქუ­თა­ის­ში ტრაგედია 3 ნოემბერს დატრიალდა – რიონჰეს­თან ახ­ლოს ხევ­ში გა­და­ვარ­და ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა.

რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, რიონჰესში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მალევე წყალში იპოვეს ავტომობილიც.

„დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს“ – საქართველოს ცხოველთა ფედერაციის სამძიმარი მათე ობოლაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო

374