ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მწერალი, ცისნამი საყვარლიშვილი, რომელმაც ბიოლოგიური მშობლები სულ ახლახან იპოვა, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ცისნამი საყვარლიშვილი „ფეისბუკში“ წერს, რომ მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, გარდაიცვალა მისი ბიოლოგიური მამა.
„ზუსტად ვიცი რომ ჩუმად მოვა შენს საფლავთან მამა, დედა! ჩუმად, ღამით მოიპარება, რომ არავინ შეამჩნიოს! დაგიტირებს, ჩუმად გულით დაგიტირებს! მისი ცრემლების ხმას გაიგონებ! უეჭველი მოვა შენთან დედა, მამა! იმ სიყვარულს ჩუმად გულით დაიტირებს! ყოველთვის მჯეროდა რომ სიყვარულის ნაყოფი ვიყავი!
შეიძლება მიტოვებული, მაგრამ დიდი, ვეებერთელა სიყვარულის შვილი! მე თქვენს სიყვარულზე ლეგენდებს მიყვებიან! მე თქვენმა სიყვარულმა გადამარჩინა! მეცოდები, უზომოდ მეცოდები მამა! ახლა უნდა გაგეხარა, შვილებსა და შვილიშვილებში! მიხარია რომ გაგიცანი და ერთხელ მაინც მოვასწარი შენი ჩახუტება! მადლიერი ვარ რომ მარტო სახლის კარი კი არა, გულის კარიც გამიღე! მადლობა მამა! ჩუმად გულში ხომ მაინც გიყვარდი?! ჩუმად ჩემზე ხომ დარდობდი! ჩემზე ამაგი კი არ გქონდა, მაგრამ წარმოუდგენელია რომ ცოტა მაინც არ გეფიქრა ჩემზე!
მადლობა რომ ეს ორი წელი გიცნობდი. ტელეფონი გიყიდე რომ ჩემთან მუდმივად გესაუბრა. მადლობა შენს მეუღლეს რომ გვეხმარებოდა ურთიერთობაში! მადლობა, რომ შორიდან, მაგრამ მაინც ჩემს გვერდით იყავი!
მამა, დედა ჩუმად ღამით შენს საფლავზე რომ ამოვა, უთხარი რომ შემიყვაროს! უთხარი რომ დამირეკოს! უთხარი რომ ჩამიხუტოს! უთხარი რომ მომეფეროს! როგორც შენ მომეფერე მამა! უთხარი რომ თავის კალთას შემაფაროს!უთხარი რომ ძალიან მჭირდება, მამა! იქნებ შენს სულს მაინც დაუჯეროს! მიყვარხარ მამა და უზომოდ ვიტანჯები რომ აღარ არსებობ!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
