LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამსახურდია,შევარდნაძე,მარგველაშვილი, სააკაშვილი – ზურაბიშვილმა წინამორბედების ღვაწლზე და მის გეგმებზე ისაუბრა

1Y2A0560

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ფიცი დადო. მან მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ის ყველას პრეზიდენტია. მისი თქმით, იზრუნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს და პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია ქვეყნის გაერთიანება, გაძლიერება ,  საზოგადოების დამშვიდება და ევროპაში ადგილის დამკვიდრება.

სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში  მიმართა აფხაზებს და ოსებს, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს და პირველი ემიგრაციის შთამომავლებს.

“ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც 100 წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე. რუსეთის მე-11 არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში წინამორბედი პრეზიდენტების ღვაწლზეც ისაუბრა.

“ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელი საქართელოს განვითარებაში უდიდესი როლიო ითამაშა, როცა დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროატლანტკუირი მმართველობისკენ. მიხეილ სააკშვილმა თავის პირველ წლებში არაერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ჩაუყარა საფუძველი.

გიორგი მარგველაშვილის დროს გამყარდა სტაბილურობა.

ჩემი მიზანია ჩვენი სახელმწიფოს განვთარება გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზანი”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინაუგურაციამ ზედმეტი ექსესების გარეშე ჩაიარა. ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

mazda magti 5g