LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელმა მღვდელმა საზოგადოებას საყვარელი მამაკაცი გააცნო

114

ვატიკანში შაბათს კათოლიკე ეპისკოპოსების სინოდი გაიხსნა, მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სასულიერო პირები იღებენ. ასამბლეა, რომელიც ოჯახურ ფასეულობებს ეძღვნება, სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ასამბლეის დაწყებისას რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა : „ვილოცოთ, რომ სინოდმა შეძლოს ქორწინების და ოჯახის ღირებულებების წარმოჩენა, რაც ადამიანს თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს.“

ასამბლეის დაწყებამდე ერთი დღით ადრე კი ვატიკანში სკანდალი მოხდა. პოლონელმა მღვდელმა კრჟიშტოფ ჩარამსამ საჯაროდ აღიარა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია და  საზოგადოებას საკუთარი პარტნიორი მამაკაცი გააცნო.  43 წლის მღვდელმა განაცხადა, რომ ყველა ჰომოსექსუალი ღმერთის შვილია.

ვატიკანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მღვდელმა განცხადებისთვის ძალიან ცუდი დრო შეარჩია. საერთაშორისო თეოლოგიურმა კომისიამ მისი ეკლესიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

2D0A1AA800000578-3258644-image-a-20_1443877329373

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები