კრიშტიანო რონალდო გასაბერ ბურთულებში ჩაიძირა და თან თავისი საცვლების მარკის რეკლამა გააკეთა.
„იუვენტუსის“ ფორვარდმა ინსტაგრანზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა.
პორტუგალიელმა დადო ვიდეო, სადაც ქვედა საცვალში გამოწყობილი ქათქათა ბურთულებშია ჩაფლული. ტრუსი კი ჩვეულებრივი არ გეგონოთ, საკუთარი ფირმისაა. ყველაზე იაფიანი 15 ევრო ღირს.
რონალდომ დაახლოებით 10 მლნ ევრო დააბანდა წარმოების ასაწყობად.