დედაქალაქის მაცხოვრებლები, რომლებსაც შინაური ცხოველი ჰყავთ და არ დაურეგისტრირებიათ, დღეიდან დაჯარიმდებიან.
“შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი” თბილისის საკრებულომ 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის პატრონი ვალდებული იყო, ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა – ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე “ბირკა”.