LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს

67

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია „ნაციონალური მოძარობის“ წევრებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს.

,,გუშინ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი წარმოადგინა , რომლის თანახმად ვაუჩერს ყველა თბილისელი უკლებლივ მიიღებს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა  დედაქალაქის მერიასთან ერთად გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმად, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი, შეუძლიათ უარი თქვან მათ მიღებაზე.  ვფიქრობ, თბილისში მცხოვრები  არაერთი ოჯახი მოგვბაძავს. თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის  გამოხატვა საზოგადოების სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მისივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ თბილისელებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებით გამოწვეული სხვაობაც აუნაზღაურდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g