LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმპათიურ გინეკოლოგთან ვიზიტისთვის ქართველი გოგონები ორსულობას ნატრობენ – „ექიმო, ბავშვი მინდა შენგან…“

703

დავით გაგუას კლინიკას აშკარად პიარის კარგი სპეციალისტი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ის ადამიანები, ვინც კლინიკის „ფეისბუქის“ გვერდზე სუმპათიური ბიჭის ფოტო ნახა, რომელსაც ქართველი ქალბატონები დიდი მონდომებით აზიარებენ საკუთარ გვერდებზე.

გაიცანით, ეს ირაკლი ვერულაშვილია, ვარსკვლავბიჭუნა ქართულ სამედიცინო სფეროში, გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, რომელთან მოხვედრის გამოც გოგონები ორსულობას ნატრობენ. ეს კარგად ჩანს იმ კომენტარებიდან, რომლებიც მის ფოტოს მოჰყვა.

„ეს სურათი გააზიარეთ ყველამ და 20 წელიწადში ჩინელებივით ვიქნებით“, – წერს ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი. ერთ-ერთი გოგონა კი აღნიშნავს: „ორსულობა ვინატრე“.

გთავაზობთ ყველაზე სახალისო კომენტარებს:

„რა იყო, ხალხო, სიმპათიური კაცი არ გინახავთ? ასე იციან, ღიპიან და მელოტ კაცებს რომ მიჰყვებიან ცოლად, მერე თვალი გარბის…“

„სიმპათიურია… მსახიობობა უფრო მოუხდებოდა…“

„ნომერი დაწერეთ და ხვალვე ჩამწერეთ“

„ალბათ, მალე „ფეისბუქის“ გვერდიც გაჩნდება, „ჩვენ შვილი გვინდა ირაკლი ვერულაშვილისგან“.
„ირაკლის წარმატებებს ვუსურვებ! ძალიან კარგი ბიჭია ყოველმხრივ. ირაკლი, აბა, შენ იცი. ხომ ხედავ, რა აჟიოტაჟი გამოიწვია შენმა სტარტმა მაგ კლინიკაში. სულ მალე ველოდები ასეთივე აჟიოტაჟს შენი პროფესიონალიზმის გარშემო. ისე, ცნობისთვის, 29 წლისაა, ჭკვიანი და კარგი ბიჭია“.
„ქრონიკული ორსულობა მჭირს და იქნებ, მიმკურნალოს…“

„კანონი უნდა შემოვიდეს, მეოთხე შვილზე სიმპათიური ექიმები უფასოდ უნდა მკურნალობდნენ…“
„ხელოვნური სუნთქვა მჭირდება, ექიმო, სასწრაფოდ…“

„ეს ის შემთხვევაა, როცა „ექიმო, ბავშვი მინდა შენგან…“

ფოტო ხატია შამუგიამაც დააკომენტარა: „აშკარად არის სტიმული, რომ გააჩინოთ, გოგონებო“

 

12092503_10206653305504397_498319188_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g