LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირკიტაძე საპატიმროდან გურჯაანის სასამართლოში გადაიყვანეს

kirkitadze7

დავით კირკიტაძე საპატიმროდან გურჯაანის სასამართლოში გადაიყვანეს. რამდენიმე საათში სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.ადვოკატის ინფორმაციით, სხდომა 10:30 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურა კირკიტაძისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.კირკიტაძეს პარლამენტის 27 დეპუტატი თავდებში უდგება.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები კი გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან იკრიბებიან – პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში, იურისტები სამართლებრივი კუთხით იმუშავებენ, ოპოზიცია კი ქუჩის საპროტესტო აქციებს გააძლიერებს.

“პატიმრობის შემთხვევაში, იურისტები გააგრძელებენ მუშაობას, როგორც ამას კანონი მოითხოვს, ოპოზიცია გააგრძელებს პოლიტიკურ აქციებს, მერე ვნახოთ როგორ იქნება, მაგრამ იქნება ისე, რომ დავით კირკიტაძე ამ სასამართლოდან გამოვა თავისუფალი”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გურჯაანში, იქ სადაც ცოტა ხანში ოპოზიციის აქცია უნდა დაიწყოს, პოლიცია უკვე მობილიზებულია.შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აღკვეთილი იქნება კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი.უწყების ინფორმაციით, გურჯაანში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება, სატრანსპორტო მოძრაობა კი აქციის დასრულების შემდეგ აღდგება.

შსს მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g